четверг, 18 февраля 2010 г.

ია, ანბანის კარის გასარები






ამ დღეს პატარებმა შეაღწიეს ანბანის ზღაპარეთში და იაკობ
გოგებაშვილის ნინველა იის წყალობით
შეაღეს დედაენის ოთახის კარი ,
რომელიც საოცრებათა ქვეყანაში
მოგზაურობას ჰპირდება. ეს საოცარი
ქვეყანა საქართველო და მის წიაღში
აღმოცენებული ქართული
დამწერლობაა


სკოლა, ჩემი სახლია

საინტერესოდ დაიწყო პირველ კლასელთათვის 2009–10 სასწავლო წელი. 14 სექტემბერს მათთვის სახალისო ღონისძიება ჩავატარეთ სკოლის გაცნობის მიზნით. პატარებმა თავიანთი განცდები გადმოსცეს და სკოლის ეზო მოხატეს ნაირფერი ცარცებით. ძალიან ლამაზი სანახაობა იყო. შემდე მოსწავლეებმა დაათვალიერეს სკოლის ბიბლიოთეკა, სამასწავლებლო, დირექტორის კაბინეტი , ბუფეტი და პირველი გაკვეთილის დასრულების შემდეგ სიმბოლურად ააციმციმეს საკუთარი ვარსკვლავები საგანგებოდ მომზადებულ " ცის კიდობანზე".